• Day 3

    • ამ სესიის ბოლოს დელეგატები შეძლებენ:

      • განმარტონ ბუდაპეშტის კონვენციის საპროცესო დებულებები. 
      • განმარტონ პირობებისა და გარანტიების მნიშვნელობა და მათი განსაზღვრის გზები.
      • მოახდინონ კიბერდანაშაულის შესახებ ბუდაპეშტის კონვენციის მუხლების იდენტიფიცირება ეროვნულ კანონმდებლობაში.
    • ამ სესიის ბოლოს მონაწილეები შეძლებენ:

      • ახსნან, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს და მომზადდეს სწორად ჩხრეკის ღონისძიებები იქ, სადაც შეიძლება ნაპოვნი იქნეს ციფრული მტკიცებულებები.
      • ჩამოთვალონ ინსტრუმენტები და საგნები, რომლებიც საჭიროა ჩხრეკისთვის იქ, სადაც შეიძლება ნაპოვნი იქნეს ციფრული მტკიცებულებები.
      • ახსნან, თუ როგორ უნდა დაიცვან და მოახდინონ დანაშაულის ჩადენის ადგილის დოკუმენტირება, სადაც ციფრული მტკიცებულებები გვხვდება. 
    • ამ სესიის ბოლოს მონაწილეები შეძლებენ:

      • მოახდინონ ელექტრონული მტკიცებულებების წყაროების იდენტიფიცირება ნაჩვენები სცენარების მიხედვით
        აღწერონ სტანდარტული საოპერაციო პროცედურები ელექტრონული მტკიცებულებების შეფუთვისთვის, ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის
      • განასხვავონ სხვადასხვა სსპ-ები მოწყობილობის ტიპზე დაყრდნობით
      • განიხილონ კომპიუტერული სისტემის კვების მდგომარეობის შემოწმების ტექნიკა
      • გამოიყენონ ელექტრონული მოწყობილობების ამოღების ზოგადი ინსტრუქციები
    • ამ სესიის ბოლოს მონაწილეები შეძლებენ:

      • განმარტონ ტერმინები „ცვალებადი მონაცემები“, „გარდამავალი მონაცემები“ და „ცოცხალ მონაცემთა ექსპერტიზა“
      • განმარტონ ცვალებადი მონაცემების ღირებულება გამოძიებისთვის
      • ჩამოთვალონ მონაცემების მინიმუმ 4 ტიპი, რომლებიც შეიძლება დაიკარგოს, თუ არ ჩატარდება ცოცხალ მონაცემთა ექსპერტიზა
      • განახორციელონ სწრაფი რეაგირების ღონისძიებები, თუ შეხება აქვთ ჩართულ კომპიუტერულ სისტემასთან.
      • დაასახელონ მინიმუმ 4 ინსტრუმენტი ცვალებად მონაცემთა ამოსაღებად, რეალურ დროში რეაგირებისა და ჩატვირთვის DVD-ების ჩათვლით
      • აღწერონ დაშიფვრის გამოწვევები და ცოცხალ მონაცემთა ექსპერტიზის შანსები სცენარებში, რომლებიც მოიცავს დაშიფვრას
      • განიხილონ გამოწვევები და სხვადასხვა სამართლებრივი ჩარჩო სცენარებში, როცა მონაცემები დისტანციურადაა შენახული, მაგ., ღრუბლებზე.
      • განმარტონ ტერმინი „მონაცემთა ღრუბელში დამუშავება“
      • შეადარონ მინიმუმ სამი ღრუბლოვანი სერვისი