გაცნობითი სასწავლო კურსი მოსამართლეებისთვის კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე bulk action selection გაცნობითი სასწავლო კურსი მოსამართლეებისთვის კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე
-
Დღე 3
მესამე დღე მოიცავს შემდეგ სესიებს:
- სესია 7 - კიბერდანაშაულის გამოძიების მიმოხილვა: ქვეყნისა და საერთაშორისო გამოცდილება
- სესია 8 - ბუდაპეშტის კონვენციის საპროცესო დებულებები - ნაწილი 1
- სესია 9 - ბუდაპეშტის კონვენციის საპროცესო დებულებები - ნაწილი 2
-
სესიის ამოცანები
- კიბერდანაშაულთან ბრძოლის კომპეტენტური და სასამართლო ორგანოების სამართლებრივი ჩარჩოსა და პრაქტიკული ორგანიზაციის გააზრება
- კიბერდანაშაულის გამოძიებისა და მასში ჩართული ორგანოების ძირითადი კონცეფციების მიმოხილვა და გააზრება
- სპეციალიზებული ორგანოების ორგანიზაციისა და კიბერდანაშაულის გამოძიების საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა
- ამასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი გამოცდილების გაცნობა
-
1.0 ميغابايت Powerpoint 2007 presentation
სესიის მიზანი:
მონაწილეებისთვის ყოვლისმომცველი ცოდნის მიწოდება საპროცესო უფლებამოსილებების ელემენტების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია შენახული კომპიუტერული მონაცემების დაცვასთან, ტრაფიკის მონაცემების ნაწილობრივ გამჟღავნებასთან და ინფორმაციის გაცემის ბრძანებებთან, საპროცესო უფლებამოსილებების ფარგლებისა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ პირობებსა და გარანტიებთან.
-
3.5 ميغابايت Powerpoint 2007 presentation
სესიის მიზანი:
მონაწილეებისთვის ყოვლისმომცველი ცოდნის მიწოდება საპროცესო უფლებამოსილებების ელემენტების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია შენახული კომპიუტერული მონაცემების ჩხრეკასა და ამოღებასთან, ტრაფიკის მონაცემების რეალურ დროში შეგროვებასთან და შინაარსობრივი მონაცემების გადაჭერასთან, ასევე ბუდაპეშტის კონვენციის იურისდიქციის ფარგლებთან.