-

გაცნობითი სასწავლო კურსი მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ვინაიდან ის ცოდნის საფუძველს აძლევს მოსამართლეებს, მაგისტრატებსა და პროკურორებს. მან მონაწილეებს უნდა შეუქმნას წარმოდგენა კიბერდანაშაულის ცნებებსა და სხვა დაკავშირებულ თემებზე. ამ კურსმა უნდა უზრუნველყოს მტკიცე საფუძველი შემდგომი კურსებისთვის, როგორიცაა გაღრმავებული კურსი და სხვა სპეციალიზებული კურსები. ვიმეორებთ, რომ გაცნობითი კურსი მომავალი ტრენინგების ფუნდამენტს უნდა წარმოადგენდეს.
სამდღენახევრიანი კიბერდანაშაულის გაცნობითი სასწავლო კურსი მოსამართლეებისთვის, მაგისტრატებისა და პროკურორებისთვის, როგორც ამას სათაურიც იუწყება, უნდა იყოს კურსი, რომელიც მონაწილეებს გააცნობს კიბერდანაშაულთან დაკავშირებული ცნებებისა და თემების ძირითად საკითხებს. კურსმა დასაწყისშივე უნდა გააღვივოს მონაწილეების ცნობიერება და ინტერესი. ის შეიცავს შესავალს კიბერდანაშაულის ცნებებში და, შეძლებისდაგვარად, ტერმინების განმარტებებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ბუდაპეშტის კონვენციის დებულებების, ადგილობრივი კანონმდებლობისა და ციფრულ მტკიცებულებებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ცნებების გასაგებად და გასააზრებლად.